გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს – რეჟიმი ქვეყნის შიგნით და გარეთ განულებულია, გამარჯვების ფორმულა კი ერთიანობაა

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება და რითაც ის ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ „ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია“.
„ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი.
რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო.
ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო ს ჩანიშვნა.
შემდეგი ნაბიჯი – არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი სამართლიანი არჩევნები. ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ვაშაძე.