ევროპარლამენტი EU-ს ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი EU-ს ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი ევროკავშირს ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს – შესაბამისი რეზპლუცია ევროდეპუტატებმა უკვე მიიღეს.
“მოუწოდებს ს, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაწესებულ იქნას მიზნობრივი პერსონალური სანქციები და მოუწოდებს ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; ახსენებს უნგრეთისა და ს მთავრობებს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომისგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მიერ მიზნების მიღწევას; მოუწოდებს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, თავიანთი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოზიციებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოიყვანონ და მოხსნან ვეტო საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ცდილობს” – წერია რეზოლუციაში.