ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორობიდან დაითხოვეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ალექსი ახვლედიანს, 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.
55 წლის ახვლედიანს პროკურატურა ედავება იარაღის დაუდევრად შენახვას. ოფიციალური ვერსიით, სწორედ მისი კუთვნილი იარაღით სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მის სახლში თვითმკვლელობა.
რიჟვაძე თავდაპირველად, 7 ივლისს, მიიყვანეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, სადაც გადაუდებელი დახმარება გაუწიეს
იქიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თბილისიდან კი თურქეთში გადაიყვანეს.
რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა