კიევში ნანგრევებიდან ამოიტანეს 29 დეკემბრის დაბომბვისას დაღუპული ხუთი ადამიანის გვამები

ს შევჩენკოს რაიონზე 29 დეკემბერს განხორცილებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23-ს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური იტყობინება.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვრანელის, ოლეჰ პოპკოს თქმით, 31 დეკემბერს მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს ხუთი დაღუპულის გვამები.
ს მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინის დედაქლაქზე 29 დეკემბერს განხორიციელებული იერიში ყველაზე მასშტაბური იყო სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თვალსაზრისით. 1 იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდება.
29 დეკემბერის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი დაბომბვა განახორციელა ომის მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის მხარის თანახმად, ს ჯარებმა გამოიყენეს მოიერიშე დრონები „შაჰედები“, ასევე ფრთოსანი და საზენიტო რაკეტები.
გაეროს უშიშოროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის -მა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, დაგმეს იერიში. ჩინეთის წარმომადგენელი გამოვიდა უკრაინის გარშემო ვითარების „პოლიტიკური დარეგულირების“ მოწოდებით.
გაეროში ს მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი დაუკავშირა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.