“რასაც ნაცები ლელოზე ამბობენ, რომ ფულს გვთავაზობდა ხაზარაძე გაჩუმებაშიო, ეგეც მართალია” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, :
ნათია ლაზაშვილის ხელფასს აფრიალებენ, და მეგობრებო, ოპოზიციური ტელევიზიების ძირითადი წამყვანების ხელფასები რა გგონიათ?
ვინმეს გგონიათ, რომ ჟიჟილაშვილი ალტრუისტულად მბლოკავდა და ალტრუისტულად გადამიკიდა? (ან გრიგოლია მბლოკავს პირადი წყენის გამო? – give me a break, ნუ იქნებით სულელები). დაიკიდა უბრალოდ კეზერამ ახლა, თორემ არცერთი ტელევიზიის ძირითადი წამყვანი ჟურნალისტად არ მუშაობს, ოლიგარქის მოჯამაგირედაა დაქირავებული და ოლიგარქის ნების ჭრილში ხედავს საჯარო ინტერესებსაც – ამაში უხდიან და ეს ხელფასი არაა ჟურნალისტის ხელფასი. ანუ ჩამოსაქცევია ოლიგარქიული ტელემედია და ჩამოიქცევა. P.S. რასაც ნაცები ლელოზე ამბობენ, რომ ფულს გვთავაზობდა ხაზარაძე გაჩუმებაშიო, ეგეც მართალია, როგორც ბოკერიას გაწევაში იხდიდა ფულს კეზერაშვილი. თავი მონათა ბაზარზე ჰგონიათ, მწვანილად ყიდულობენ და ყიდიან ადამიანებს და ადამიანებიც იყიდებიან.
არადა “ფასით არიან ნაყიდნი”