“მაგდა, სი ფოჩო, შე ბატო!” – კომენტარი, რის გამოც როსტო ზარანდია ციხეში გაუშვეს – დეტალები

Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ გამოაცხადა.

აქტივისტს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა, მაგდალენა თოდუამ უჩივლა.

აქტივისტმა თოდუას “ბატი” უწოდა. სოციალურ ქსელში, როსტო ზარანდია, წერს:

მოგიყვებით და მერე გავემზადები უსამართლოში წასასვლელად.
ოქმი შედგენილია ცხრა აპრილს მომხდარ ამბავზე. ცხრა აპრილს, მემორიალთან ღამენათევები დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, დაგვარბიეს ღიპა და ოფლისსუნიანმა მილიციელებმა(ფაქტს აღვწერ). უხმოდ ვიდექით ბანერებით. მოვიდნენ ჯერ მორიდებულად, იცოდნენ თავადაც, რა უხერხული დავალებაც ქონდათ, მაგრამ როცა უფროსი მონდომებით აყვირდა, ქვეშევრდომებს უბრძანა “დავაი, დორაჸი” ( პირუტყვებზე ითქმის ასე სამეგრელოში-ქუდურაჸი, დორაჸი(გადენე)) ესენიც “გამოფხიზლდნენ”. წააქციეს ქალი, რომელიც იმ ცხრა აპრილის ტრაგედიას გადაურჩა და ამ ცხრააპრილს მიაღებინეს ტვინის შერყევა. ეჯაჯგურნენ ფეხმძიმე ქალს, გვაფურთხა (ბუკვალურად) ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. იყო გინებაც მისი მხრიდან. მოკლედ უნდა მოვყვე და აღარ გავაგრძელებ დეტალებს. ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყვეს, რომ ეს აიპებში სახელდახელოდ და ნაცადი ტექნიკით შეგროვებული ხალხი მისულიყვნენ მემორიალთან და მწუხარე სახით ეპოზიორათ, რათა შემდეგ ეგ ფოტოები მაგდალინას და მისთანა პიარგამლამაზებლებს ეფრიალებინათ, თუ როგორი პატრიოტები გვყვანან ბოსები. სიჩქარეში, ვერ მოახერხეს ამ დანაშაულის ფოტოებით შელაზება, რადგან ფოტოზე გამოჩნდა დროშები (ერთ-ერთი -ს), რომელიც ჩვენი გადათელვის შემდეგ გადააგდეს და ბუჩქზე ეგდო, მემორიალის უკანა ფონზე. ვუწერდით კომენტარებს ამ პოსტებზე ამ უსამართლობით აღშფოთებული მოქალაქეები და ეს რეალობის გამყალბებლები შლიდნენ ბეჯითად. რამდენიმე ასეთი კომენტარია ჩემი, “მაგდა, სი ფოჩო, ირფელ აგოსკიდუნ თის ფირქენქო? შლი ამ კომენტარებს იმიტომ რომ ამ პოსტის დადების საშუალება რომ მოგცემოდა ჩვენი თავი აცემინეთ, შე ბატო! შენ ასწავლი მოზარდებს სამოქალაქო საზოგადოება როგორია? შენ ხარ გამყალბებელი პედაგოგი. რეალობას აყალბებ, არჩევნებს აყალბებ. დამნაშავე ხარ მაგდალინა თოდუა.” ამაზე ამბობს, რომ გული გაუხდა ცუდად ჩემი კომენტარების გამო, დარწმუნებული ვარ, ეს არ ხდება მისი ინიციატივით და ბოსების დავალებას ასრულებს. დღეს, სამ საათზე უსამართლე ირაკლი აბშილავა გადამიწყვეტს მომავალ რამდენიმე დღის განრიგს და გარწმუნებთ, არც მერე შემეცვლება მაგდალინაზე და მისთანა გამყალბებლებზე პირადი წარმოდგენა.
ქოცეფიშ გურიშ გუმასოფალ ვორექ!