თენგო თევზაძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები გააჩერა პოლიციამ და ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვს – ეს უბადრუკი მცდელობა, დაშინების და ადამიანების გაშავების, მხოლოდ ბრაზს გამოიწვევს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, რომ კოალიციის წევრები პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გააჩერა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„კოალიციის წევრები როკო მწყერაშვილი და თინათინ ბოლოკაძე გააჩერა პოლიციამ და ნარკოლოგიური შემოწმებას ითხოვს. ეს უბადრუკი მცდელობა დაშინების და ადამიანების გაშავების მხოლოდ ბრაზს გამოიწვევს. მოძალადე, მკვლელი და „ბარიგების“ რეჟიმი უნდა დაემხოს“, – წერს თენგო თევზაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა