გურამ მაჭარაშვილი – თუ ვინმე შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით

თუ ვინმე საქართველოში ქმნის ევროპულ ნიჰილიზმს და შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, საქართველოში ახალი ს ჩატარებას და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, ს გათავისუფლებას ითხოვ, ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს.
„ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც, თვითონაც იციან, რომ ყურადღებას არავინ აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა დაწერა დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს და ითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაშინ როცა გარდა სტრასბურგის სასამართლოსი, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ხუთთვიანი განხილვების დროს მორიგ ჯერზე კიდევ სწრაფად გადაატარა მთელი 9 წლის განმავლობაში მისი დანაშაულებრივი სისტემა ქართულ საზოგადოებას, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგია, შევინარჩუნოთ პრაგმატული ნაბიჯები – მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადალაგება იმ ურთიერთობების, რომლის იმედიც გვაქვს. ეს ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, 8 ივლისს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ამასთან, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკო გომური – დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ, ამისთვის ძალიან დიდი დრო ჰქონდათ – სისტემური დანაშაული იყო და სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო