პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეზიდენტი, ჯორდან ბარდელა ავრცელებს.
„დილის 8:50 საათიდან „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში, მათ შორის მისი ლიდერების ოფისებში, ოცამდე შეიარაღებული პოლიციელი, ორი გამომძიებელი მოსამართლის თანხლებით, ჩხრეკას ატარებს“, – წერს ჯორდან ბარდელა X-ზე.
მისი თქმით, პოლიციამ პარტიის საარჩევნო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო.
„ეს უპრეცედენტო ოპერაცია შევიწროების ახალი კამპანიის ნაწილია და პლურალიზმზე სერიოზულ თავდასხმას წარმოადგენს“, – აღნიშნავს ბარდელა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან