„თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლის“ ჩვენებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ლითონის 15 და პლასტმასის 77 ერთეული ურნა დაზიანდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლის” იოსებ მამადაშვილის ჩვენებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ლითონის 15 და პლასტმასის 77 ერთეული ურნა დაზიანდა.
როგორც მან განმარტა, მისთვის უცნობია, თუ ვინ დააზიანა აღნიშნული ურნები. მოწმის ჩვენების მიხედვით, ზარალმა საერთო ჯამში 147 000 ლარი შეადგინა.
„15 ერთეული ლითონის ურნა, იგივე ტევადობის პლასტმასის ურნები – 77 ერთეული, მცირე ზომის – 25 ურნა და პატარა ზომის ლითონის დეკორატიული ურნები – 18 ცალი… ამ მოვლენების დროს ადგილზე არ ვიყავი, ტელევიზორით ვხედავდი პროცესები როგორ მიმდინარეობდა, მეორე დღეს რომ მივდიოდით და ვალაგებდით, დაზიანებული ურნები იქ იყო, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობდა”,- განაცხადა მამადაშვილმა.
ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან