ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა – ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც არის კარგი

ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ შეგვიძლია, რომ ევროპის დასაცავად სხვებზე დამოკიდებულები ვიყოთ. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა „კარგია, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად“.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმასაც გამოეხმაურა.
„ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და ს საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთი სწრაფ გადაიარაღებას ახორციელებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი დიპლომატები – ევროკომისიის ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს, კონსტიტუციის უგულვებელყოფასა და ეროვნული ინტერესების ღალატს

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის, არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს