ამბროლაურის მერია – პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხ მუნიციპალიტეტს:ამბროლაურს, ონს, ცაგერს და ლენტეხს თანაბრად გაუნაწილდათ, რომლებიც უახლოეს მომავალში სამ მარშრუტად: ქალაქში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებს შორის ივლის.
ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.
„თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დასასწრებად ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული