დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 3 პირი დამნაშავედ ცნო რუსული დაზვერვის დავალებით ხანძრის მოწყობაში

საწყობში უკრაინისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ინახებოდა. ხელისუფლების აცხადებს, რომ შეთქმულების უკან რუსული დაზვერვა იდგა.
პროკურორების თქმით, 2024 წლის 20 მარტს მომხდარი თავდასხმა დაგეგმილი იყო ს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აგენტების მიერ, რომლებიც ს სამხედრო დაზვერვის სახელით მოქმედებდნენ. ბრიტანეთის მთავრობამ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ბრალდების მტკიცებით „ვაგნერმა“ ბრიტანელი შუამავლების მეშვეობით დაიქირავა სამი მამაკაცი, რათა სამიზნეში ამოეღოთ აღმოსავლეთ ლონდონში, ლეიტონში, მდებარე სამრეწველო ობიექტი, სადაც უკრაინისთვის განკუთვნილი გენერატორები და StarLink-ის სატელიტური აღჭურვილობა ინახებოდა.
ხელისუფლების თქმით, ცეცხლის წაკიდება ევროპაში არეულობის მოწყობის კამპანიის ნაწილი იყო, რომელშიც დასავლელი ოფიციალური პირები მოსკოვს და მის მოკავშირეებს ადანაშაულებენ.
მსაჯულებმა გაამართლეს მეოთხე ბრალდებული, რომელიც ამბობდა, რომ მხოლოდ მძღოლად დაიქირავეს და ხანძრის შესახებ არაფერი იცოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას