მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
წუხელ პრეზიდენტი ტრამპი პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდა სადილზე.
მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ამერიკა ინტენსიურად აგზავნის მილიარდობით დოლარს ისრაელში, ახალი საჰაერო ბაზებისა და სხვა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურის გასამართავად; კერძოდ, ისრაელის საჰაერო ძალებს მალე ეყოლებათ მფრინავი ბენზინგასამართი საშუალებები და თანამედროვე ამერიკული ვერტმფრენები; ამასთან, ისრაელის საზღვაო ქვეითების ელიტარული ნაწილები, ე.წ. კომანდოები მიიღებენ 13 ახალ სპეციალურ ბაზას. პარალელურად, ინტენსიურად შენდება ახალი სამხედრო ჰოსპიტლები და საველე ნავსადგურები.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ირანული ოპერაციის მხოლოდ პირველი, მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა. ვინაიდან აიათოლა პუტინივით ჯიუტობს, მოუწევს ბოლომდე იხილოს თუ რას ნიშნავს რეალურად ნამდვილი ამერიკული მუქარა.
სადილამდე პრეზიდენტი ტრამპი ჟურნალისტებთან შეჩერდა და ამცნო, რომ უკრაინელები მალე მიიღებენ განსაკუთრებულ სამხედრო დახმარებას, რადგან რუსები მათ „ძალიან მწარედ და მაგრად ურტყამენ“.
პუტინმა კიდევ ერთხელ დაუშვა უდიდესი შეცდომა. ფსბ-ს ჭორი იმის შესახებ, რომ ამერიკას საკმარისი იარაღი არა აქვს და ამიტომ უკრაინას მიწოდება შეუჩერა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული გამოდგა. ტრამპის თავმოყვარეობაზე თამაში ძალიან, ძალიან სახიფათო საქმეა.
შედეგებს მალე ვიხილავთ ფრონტის ხაზებზე…
პუტინს უკან ბირთვული რუსეთი მაინც უდგას ამ უშნო ხვანცალის თეორიულად ასახსნელად, მაგრამ რა უდგას უკან მინი-პუტინებს, რომლებიც ანალოგიური თავხედობით თამაშობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თავმოყვარეობაზე?.. ამას ალბათ ერთად ვიხილავთ ახლო მომავალში.
ასე რომ, პოლიტ-პოკერი გრძელდება. მათთვის ვისთვისაც მოთამაშეების ფსიქოლოგიური პროფილი მეტნაკლებად ცნობილია, ლოგიკურად; ჰარიფებისთვის კი წინ ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი.
დაველოდოთ …