ალექსანდრე ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს – “ქართული ოცნების” მაღლჩინოსანი, რომლის სახლშიც გამოძიების ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ამბობს რომ “გლოკის” ტიპის იარაღის შენახვის წესები სრულად დაცული ჰქონდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ლელა აფციაურმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, უფრო მეტის თქმას ახვლედიანი სასამართლო პროცესზე აპირებს, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
სხდომის დაწყებამდე კი ირკვევა, რომ საქმეში ვიდეო კადრებიც დევს, სადაც ადვოკატის თქმით, ჩანს, როგორ შედის თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მდებარე ფანჩატურში და როგორ იღებს იქიდან იარაღს.
ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შემინულია და იკეტება კარი. ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანწერები და ალბათ გასაჯაროვდება და ნახავთ თქვენი თვალით. კამერები აქვს ამორებული გამოძებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად რეალურად, იმას, რასაც მე თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქსეიში, ვიემორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი. დიახ, ჩანს კადრებში, როგორ მიდის თორნიკე რიჟვაძე, როგორ გამოაქვს იარაღი”, – ამბობს ლალი აფციაური.
“პირველებმა” ადვოკატს ჰკითხა, ხომ არ სთხოვა თორნიკე რიჟვაძემ ალექსანდრე ახვლედიანს “ოცნებასთან” “საქმის დალაგება” და სწორედ ამ მოტივით ხომ არ იმყოფებოდა მასთან სახლში, რაზეც ლალი აფციაურმა თქვა, რომ „მან ამის შესახებ არაფერი იცის”.
