აქტივისტი ალბი კორძაია აცხადებს, რომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ალბი კორძაიას ინფორმაციით, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ს საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი – პატიმრობა 5 დღე.
ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, – წერს ალბი კორძაია.
ინფორმაციისთვის, აქტივისტმა, ალბი კორძაიამ 28 ივნისს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის საქმეში მოწმე პოლიციელს ბიძინა ჟამერაშვილს ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციელს შემდეგი ფრაზებით მიმართავდა: „ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ მანდ [ბათუმში] უნდა იყო? დაწყევლილი იყავი მთელი ოჯახით. ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული უნამუსო, ნამუსგარეცხილო“.
შეგახსენებთ, ალბი კორძაიას მიმდინარე წლის 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ს შეურაცხყოფის საქმეზეც შეეფარდა. -ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „ს მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.