“რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა” – ხუხაშვილი

რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” გა­ნა­ცხა­და.
· ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი საბ­რალ­დე­ბო დას­კვნაა.
“თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი არის საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ის ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბრალს სდებს ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში ყოფ­ნის გამო, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის გამო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა ფორ­მით აკე­თებ­და ამას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იც­ნობს ერ­თა­დერთ ფორ­მას – ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­სა და გა­სა­მარ­თლე­ბას და თუ ეს ხდე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რად, ეს უკვე არის კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა და მეტი არა­ფე­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა”, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.