მედვედევი დონალდ ტრამპზე – ამერიკელი კვლავ თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს – რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა უნდა გააგრძელოს

აშშ-ის პრეზიდენტი, თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს, – ასე ეხმაურება ს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სა და რუსეთთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.

„ამერიკელი კვლავ თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს. „კმაყოფილი ვარ პუტინთან საუბრით“, „იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით“, „უკრაინას ახალ იარაღს არ მივაწვდით“, „უკრაინას თავდაცვის მიზნით უამრავ იარაღს მივაწვდით“, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ასეთ განცხადებებზე რუსეთის პასუხი უნდა იყოს ე.წ. „სპეციალური სამხედრო“ ოპერაციის გაგრძელება.

„როგორ უნდა მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით? ისევე, როგორიც ადრე. ისევ ისე, როგორც ჩვენი მეომრები იქცევიან. ისევ ისე, როგორც ამას უმაღლესი მთავარსარდალი აკეთებს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებით მიღწევის გაგრძელება, ჩვენი მიწის დაბრუნება და გამარჯვებაზე მუშაობა“, – აცხადებს მედვედევი.