როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ცნობები კლინიკიდან

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ცნობები კლინიკიდან
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.
სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა – საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა