აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აღარ მიიჩნევს დაჯგუფებას, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“ (HTS). სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდა დღეიდან, 8 ივლისიდან.
2024 წელს ამ ისლამისტურმა დაჯგუფებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში.
სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია HTS-ს გამოცხადებული დაშლით და სირიის დღევანდელი მთავრობის ვალდებულებით, ებრძოლოს ტერორიზმის ყველა ფორმას.
რუბიოს განმარტებით, მისი მოქმედება ეფუძნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 30 ივნისს გამოცემულ განკარგულებას სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ და ეხმიანება პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით სირიის ახალი მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებს.
-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტაბილური, ერთიანი და მშვიდობიანი სირიის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის რეალიზაციისთვის.
სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
ს მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS).
2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
ფორუმი