სიომინი: კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას “ბარსელონაზე” უკეთესია, საფონოვი…

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა championat-თან პსჟ-ზე, ზე და მატვეი საფონოვზე ისაუბრა:
„პარიზული გუნდიდან ვინ იქნება „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტი? დონარუმა, დემბელე, მაგრამ კიდევ არის ერთი ფეხბურთელი – კვარაცხელია. მან საკმაო გოლები გაიტანა. ის სუფთა თავდამსხმელი არაა, ნახევრადთავდამსხმელია. დაცვაშიც თამაშობს და შეტევაშიც. ძალიან სასარგებლოა. იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, საფრანგეთის თასის მფლობელი. ერთ სეზონში ოთხი ტიტული მოიპოვა.
ვის ვგულშემატკივრობ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე? შენ იცი (ჟურნალისტს მიმართა), ჩვენებს ვქომაგობ, მეგობრებს. დღეს ჩვენები – ეს პსჟ-ა, ამიტომ მათ ვუჭერ მხარს. ასეთია ჩემი დამოკიდებულება.
ობიექტურად დონარუმა ყველა პარამეტრით საფონოვზე უმჯობესია. ნუთუ ტოპ-მწვრთნელი უპირატესობას იმას მიანიჭებს, რომელიც უარესია? რა თქმა უნდა, არა. ახლა კიდევ ერთი ტურნირის მოგება უნდათ. თუ მიზანს მიაღწევენ, კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებას მოისურვებენ. ფეხბურთელის მთელი კარიერა ამოცანების გადაჭრაზეა აგებული, რათა შემდეგ ის და გუნდები მოიგონონ.
მატვეიმ „კრასნოდარიდან“ პსჟ-ში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დიდ ფეხბურთელებთან ერთად ასპარეზობს, ხედავს, როგორ უნდა იმუშაოს. დარჩეს თუ არა იქ – გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოუსმინოს. ის ზრდასრული ადამიანია.
პსჟ უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. წელს ჩატარებული მატჩები ამაზე მეტყველებს. პარიზელებთან მეტოქეობა დღეს ძალიან რთულია. შეუძლია თუ არა ამ პსჟ-ს ისეთივე დიდი გუნდი გახდეს, როგორიც გვარდიოლას „ბარსელონა“ იყო? „პარი სენ ჟერმენი“ უფრო თანამედროვედ თამაშობს. უფრო სწრაფია, გვარდიოლას ხომ არ ჰყავდა ასეთი ფეხბურთელები არა მხოლოდ აზროვნების სიჩქარით, არამედ ფიზიოლოგიური სისწრაფით. სპრინტერული ჰაკიმი და ასეთივე მენდეში. მათი შეტევა იმდენად სწრაფია, ტექნიკურია… ყველა ერთნაირად სწორად აზროვნებს და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. მგონია, ეს პსჟ იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესღაც გვარდიოლას „ბარსელონა“ იყო.
პსჟ – „ბარსელონა“? შესანიშნავი მატჩი იყო! მიუნხენელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა ამჟამად საუკეთესო „პარი სენ ჟერმენია“. მერე ვნახავთ, რამდენად ეყოფათ ძალა. გუნდმა მთელი წლის განმავლობაში კოლოსალური დატვირთვა მიიღო, მაგრამ მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი კიდევ აქვთ“.
ტრანსფერზე ხმების პარარელურად – მიქაუტაძემ “ლიონში” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია – თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
სიომინი: ხვიჩას წყალობით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა
სიომინი: ხვიჩა პსჟ-ში უზარმაზარ როლს თამაშობს, მაგრამ გუნდს პრობლემები აქვს
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება – ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
როგორია პარიზში ცხოვრება – კვარაცხელიას თანაგუნდელის მეგობარმა გოგონამ ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა
საფონოვი პსჟ-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
“ბაიერნთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და “ბაიერნის” პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში – 9-კაციანმა პსჟ-მ “ბაიერნს” მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბაიერნთან” მატჩში?
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი…
სიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა – პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია
სიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო – ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ
უეფას წყალქვეშა დინებები – რამდენად რეალურია პსჟ-ს მეოთხედფინალში გასვლა?
პსჟ “რეალის” გარემარბის შეძენას ცდილობს – მისი ღირებულება 90 მილიონია
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი
ხვიჩას გუნდის რუსი მეკარე სუპერგმირის წოდებით, იაშინის პრიზით, ევრო 2020-ითა და ყოფილ მეუღლესთან პრობლემებით…
დონარუმა “ტულუზასთან” არ ითამაშებს
“იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?” – საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
“ამიტომ კვარაცხელიას ფანები რუსეთშიც არიან” – სიომინი ქართველი ფეხბურთელის მორიგ გაბრწყინებაზე