სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
დღეს დაკავებულ ზარალასთან ერთად მიხეილ ყაველაშვილს, 2014 წელს ფონდი „საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოება“ აქვს დაარსებული.
გიორგი რამიშვილი იგივე ზარალა გახლდათ, რუსეთში გაქცეული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეც.
ნაცებმა 2005 წელს, ზარალა საკუთარ სახლში აიყვანეს და ბრალი 2 მუხლით წაუყენეს: იარაღის უკანონო ტარება და გადასახადებისგან თავის არიდება. ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა მაშინ მის დაკავებას.
ის თანხის სანაცვლოდ მალევე გარეთ გამოვიდა და შემდეგ იმდენად დალაგდა ნაცებთან, რომ 2012 წელს პარტიას 120 000 ლარი ჩაურიცხა.
(იხილეთ კომენტარი)

ხელისუფლებაში ოცნების მოსვლის შემდეგ, უკვე მათთან დაიწყო დალაგება, ისე, რომ განათლების სამინისტროს ქვეუწყებამ ახალგაზრდობის სააგენტომ სულ რამდენიმე დღის წინ, ბიუჯეტიდან 174 769 ლარი გადაურიცხა მის სასტუმროს
(იხილეთ კომენტარი)

ზარალას სხვადასხვა კომპანიას მილიონობით ტენდერი აქვს მოგებული და მისი ბიზნეს-პარტნიორები ოცნების მსხვილი შემწირველები არიან.
როგორც ჩანს, დაერია ივანიშვილი ბიზნესმენებს. ჟანრის კლასიკაა.