ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი ერთჯერადად იზრდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ, 26 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.
· მეტრო 00:00 საათის ნაცვლად ბოლო მგზავრს მიიღებს 03:00 საათზე;
· ის ავტობუსები, რომლებიც ბოლო სადგურებიდან 23:00 საათისთვის გადიოდნენ, 4 საათის დაგვიანებით დაასრუელებენ მუშაობას;
· გარდა ამისა, 03:00 საათამდე იმუშავებს რიყე-ნარიყალას საბაგიროც.
გაზრდილი სამუშაო დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.
თბილისის მერმა იმავე დღეს, ასევე, თქვა, რომ 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, მეტრო კვლავ 03:00 საათამდე იმუშავებს.