რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ბელგოროდში უკრაინის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ხარკოვზე დარტყმებით ვუპასუხეთ

რუსეთის ჯარებმა ბელგოროდში ს რეჟიმის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ხარკოვში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმით უპასუხეს , – ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„ამ ტერორისტული აქტის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს, რომელსაც კიევის კრიმინალური რეჟიმი იყენებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, რუსულმა ძალებმა გუშინ საღამოს და გამთენიისას უკრაინის ქალაქი ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს, თავდასხმების შედეგად დაზიანდა შენობები ქალაქის ცენტრში და განადგურდა წყალმომარაგების ქსელები. არიან დაშავებულები, მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ