გრიგოლ გეგელია – გუშინ ვნახეთ დამარცხებულთა ყრილობა

გუშინ ვნახეთ დამარცხებულთა ყრილობა. ვნახეთ, თუ როგორ გამოიყვანა შიშმა და აუცილებლად მოსალოდნელი კრახის განცდამ ბიძინა ივანიშვილი სამალავიდან, რომელშიც ის უპასუხისმგებლოდ იყო შეყუჟული , – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ არჩევა.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა.
„ჩვენ გუშინ ნახეთ ადამიანის თეატრალური შემობრუნება, რომელიც რეალურად, არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მას მიეწერება ყველა ძირითად საკითხზე პასუხისმგებლობა. როგორ ჩანს, რუსეთმა გასცა დავალება, რომ რუსული ინტერესების მატარებელი პარტია ამ ქვეყანაში ვეღარ არის ძლიერად და ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა გეგელიამ.
მისი თქმით, სწორი და ლეგიტიმურია კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი ევროპასთან დაახლოებას.
„ეს პირი აცხადებს, რომ სანქცირებული და დევნილია დასავლეთის მიერ, მეორე ხელით მისი მთავრობა ამბობს, რომ თურმე მათი პოლიტიკის პირობებში ჩვენ დასავლეთს ვუერთდებით. აქ ბუნებრივია არის აცდენა, ან ერთი ან მეორე ვერ იქნება სწორი. შეუძლებელია სანქცირებული საპატიო თავმჯდომარის პირობებში სახელმწიფომ შეიყვანოს პარტია იმ პოლიტიკურ სივრცეში, რომლისგანაც ის ვითომ სანქცირებულია. ბუნებრივია, ივანიშვილმა იცის, რომ ის არის მიუღებელი და შეუთავსებელი ევროპულ კავშირთან. მან იცის, რომ სანქციები არის მის ირგვლივ. ის ძალიან სწორად აღიქვამს ამ საფრთხეს. ჩვენ ვნახეთ სასამართლო „კლანის“, ფარცხალაძის დასანქცირება, ეს იყო სიგნალი ივანიშვილისადმი, რომ შემდეგი არის თვითონ. ამიტომ, ივანიშვილი აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ სანქციები მასთან ახლოს არის. მეორე მხრივ, ის და მისი რეჟიმი გვატყუებს, რომ მათ პირობებში ჩვენ ევროპულ კავშირთან რაიმე წინსვლა გვექნება“, – განაცხადა გეგელიამ.
ინფორმაციისთვის, 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ