სასამართლო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს – პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სილქ როუდჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს. სხდომას ესწრება ბრალდებული გიორგი რამიშვილი.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ, 6 ივლისს, აეროპორტში დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით