პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მომხრეა საქართველოში საპროტესტო აქციებს, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობა კი წინააღმდეგი. ამის შესახებ საუბარია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევაში.
კითხვაზე, რამდენად ემხრობით მიმდინარე პროტესტს/აქციებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:
· „არ ვეთანხმები“ – 8%;
· არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები („50/50“) – 14%;
· „ვემხრობი“ – 78%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:
· „არ ვეთანხმები“ – 75%;
· არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები („50/50“) – 16%;
· „ვემხრობი“ – 7%;
· „არ ვიცი / უარი პასუხზე“ – 2%.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ:
· მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა (არ ემხრობა 35%);
· მხარდაჭრა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%);
· რეგიონებში საპროეტსტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%;
· „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).
მოქალაქეებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან პროტესტის ერთ-ერთ მოთხოვნას, დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:
· „არ ვეთანხმები“ – 5%;
· „ვემხრობი“ – 92%;
· არ ვიცი / უარი პასუხზე – 3%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:
· „არ ვეთანხმები“ – 50%;
· „ვემხრობი“ – 40%;
· „არ ვიცი / უარი პასუხზე“ – 10%.
კვლევის შესახებ
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე პირდარპირი ინტერვიუს გზით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71% საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდი კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
