მოლდოვის პრორუსული პარტიის პირველი ნომერი გახდა ევგენია გუცული, რომელიც განაჩენს ელოდება

მოლდოვური პრორუსული ოპოზიციური ბლოკის, პაბედას პირველი ნომერი ევგენია გუცული იქნება.

“ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი, ძლევამოსილი ლიდერი და ხელმძღვანელია… მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა – ევგენია გუცული, ახალგაზრდა გოგონაა, მაგრამ მყარი პოზიცია, ხასიათი აქვს, ვფიქრობ არავინ იქნება წინააღმდეგი და ყველა მხარს დამიჭერს, თუ მას პაბედის სიის სათავეში დავაყენებ”. – თქვა რუსეთში გაქცეულმა, მოლდოვაში ძებნილმა, პრორუსული პაბედის დამფუძნებელმა და ლიდერმა ილან შორმა.

პრორუსული პარტიის ყრილობა, რომელზეც გუცულის სიის სათავეში დაყენება გადაწყდა, მოსკოვში გაიმართა. ყრილობას დაესწრო პუტინის მართვადი ოპოზიციური პარტიის, ლდპრ-ის ლიდერი ლეონიდ სლუცკი.

შინაპატიმრობაში მყოფი გუცული მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერია, რომელიც რეგიონში სეპარატისტულ განწყობებს აღვივებს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია. მას დაფინანსების უკანონოდ მიღებას და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციას ედავებიან.

გაგაუზიის ლიდერის განაჩენი 5 აგვისტოს გახდება ცნობილი. გუცულს სასამართლომ წინასწარი შინაპატიმრობა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე