დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა რიჟვაძის დაწერილია? – შარმანაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დასადგენია, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თუ არა წერილი, რომელიც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.
„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს? ექსპერტიზა ჩატარდა უკვე? ეს ასე არ ხდება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან რაღაც წერილი დაწერა, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება შეაფასებს ამას და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას… ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თუმცა, სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია. რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…