მკვლელია ივანიშვილი! საკუთარ გარემოცვასაც ამოხოცავს! – ამოიღეთ ხმა თორემ შემდეგი თქვენ იქნებით! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება შსს-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია და გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი „ხოცვა – ჟლეტაზეა გადასული“.
„მკვლელია ივანიშვილი! საკუთარ გარემოცვასაც ამოხოცავს! სახლებს, ოჯახებს, შვილებს გვიწიოკებს და ვიღაცებს კიდევ ბუჩქებში გინდათ ჯდომა! ამოიღეთ ხმა თორემ შემდეგი თქვენ იქნებით!
თქვენსასაც ვიბრძოლებთ, უკან არ დავიხევთ უბრალოდ ხმა ამოიღეთ თორემ ხოცვა – ჟლეტაზეა გადასული! – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
