ლელა ჯეჯელავა: წარმოიდგინეთ, რომ დედა უნდა დაიჭირონ, რომ უბინაოდ დარჩენილ შვილს ღამე გაათევინოს, მამა უნდა დაიჭირონ …

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

მინდა როგორმე მოვუყარო სათქმელს თავი. აღმოჩნდა რომ არც ისე იოლია ზუდტად გადმოვცე ჩემი ემოცია, რამაც შემძრა ყველაზე მეტად. შეუძლებელია ბოროტის შთაგონების გარეშე შექმნა კანონი, რომელიც სულ ახლახან მიიღო საქართველოს პარლამენტმა და სრულიად ფეხ ქვეშ გათელა ქრისტიანული ეთიკის საფუძველი – უპირობო სიყვარული. ვგულისხმობ კანონს ეკონომიკური დანაშაულის შესახებ, რომლითაც ახლობლებს ეკრძალებათ დამნაშავისათვის, ამ კანონით უმძიმეს გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანისათვის, დახმარების ხელის გაწვდენა. წარმოიდგინეთ, რომ დედა უნდა დაიჭირონ, რომ უბინაოდ დარჩენილ შვილს ღამე გაათევინოს, მამა უნდა დაიჭირონ, რომ შვილს მანქანა ათხოვოს ცოლის ექიმთან წაყვანა რომ დაჭირდეს, და უნდა დაიჭირონ, რომ ძმას ლუკმა გაუყოს, მეგობარი უნდა დაიჭირონ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ფეხზე წამოდგომაში დაეხმაროს. ამაზე ანტიჰუმანური, ამაზე დემონური და სასტიკი არაფერი წამიკითხავს, მსმენია და მინახავს. აქ არა თუ მტრის, მოყვასის სიყვარულიც დასჯადი ხდება. საკუთარი სისხლის და ხორცის, თუნდაც დამნაშავის, უარყოფაზე უფრო დემონური რა შეიძლება იყოს, მე ძნელად წსრმომიდგენია. სწორედ ეს არის კონტრაქტი ეშმაკთან საკუთარ თავში ღმერთის მკვლელობაზე. კიდევ უფრო შემზარავია დუმილი ამაზე იმის იმედად, რომ თვითონ ეგებ გადარჩე.. თვალწინ მხოლოდ ერთი სურათი მიდგას: წყლით სავსე გალიაში მაიმუნი რომ საკუთარ შვილზე შედეგება ფეხებით თავის გადასარჩენად. სწორედ ამ მაიმუნივით იქცევა იმ ერის ნაწილი, 2000 წლოვანი ქრისტიანობით რომ ამაყობს, სოციალურ ქსელებში გამოფენილი ხატებით ამოწმებს თავის ქრისტიანობას და გაშმაგებით ებრძვის გარყვნილ დასავლეთს და მის აგენტებს. საქართველოში. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob გუშინ ვისთნ გაერთიანებაზე საუბრობდით ამბიონიდან? შვილის უარმყოფელ მშობელთან, განსაცდელში მყოფი ძმის მიმტოვებელ დასთან, ღამის გასათევად მოსული მოყვასის ხელის მკვრელ კაცთან, ან ქალთან ? ნაზიარები ვარო, გუშინ გამოაცხადეთ. რას ეზიარეთ, ნამდვილად ქრისტეს სისხლს და ხორცს? მერე როგორ მოგიბრუნდათ ენა და დასცინეთ იმ ბიჭებს, ციხეებში რომ წავიდნენ იმიტომ ასეთი საქართველო არ უნდათ, სადაც დედა შვილს უარყოფს და ძმა ძმას? მეორედ მოსვლა გადავწიეთ ქართველებმაო, ახალი ესქატოლოგია შეგიქმიათ და ამაყად ავრცელებთ მორიგ ერესს, სრულიად აცდენილს მართლმადიდებლური სწავლებისაგან. მაინც შეგახსენებთ” ” ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის!” . მდევნელების ნეტარებაზე კი არაფერი უთქვამს კაცობრიობის მხსნელს, თუ თავად არ გამოიგონებთ ამასაც