რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ქვეყნის ტერიტორიაზე 91 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ს თავზე ასამდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავის ტიპის 91 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და მოიგერიეს“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, 20 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, კურსკში – 14, ლიპეცკში – 9, ბრიანსკის, ვორონეჟის ოლქებსა და მოსკოვის რეგიონში – რვა-რვა, შავი ზღვის თავზე -7, ნოვგოროდის, ტვერის, ტამბოვის და ლენინგრადის რეგიონებში – სამ-სამი, ორლოვში – ორი, ვლადიმირის ოლქში, კრასნოდარის მხარესა და ყირიმში – თითო-თითო.