დაჭრილი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“ – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს „საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა”.
-ს თანახმად, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შსს-ს ცნობითვე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ტელეკომპანიების, „პირველის” და „მთავარი არხის” ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.
რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. მან გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია

პროკურატურა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა