რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, შევჩენკოვსკის რაიონში, 9-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.
დარტყმა დაფიქსირდა სლობოდსკოს რაიონშიც, სადაც 5 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, რუსები დრონებით თავს დაესხნენ ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავსაც, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ