ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 7 ივლისს, ადრე, იემენში, ჰოდეიდის, რას ისა და სალიფის ნავსადგურებს და რას კანტიბის ელექტროსადგურს დაარტყეს.
ცნობით, თავდასხმის სამიზნე ჰუთის მიმდევარი მეამბოხეების ობიექტები იყო.
ისრაელის არმიის თანახმად, იერიში ირანის მოკავშირე ჯგუფზე განხორციელდა ისრაელზე განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის პოსტში, რომელიც სოციალური ქსელ X-ით გავრცელდა, ნათქვამია, რომ ოპერაცია “შავი დროშის” ჩარჩოებში ისრაელის არმიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა “ჰუთების რეჟიმის ტერორისტულ ობიექტებს,” მათ შორის ხომალდ Galaxy Leader-ს, რომელიც ჰუთებმა ორი წლის გაიტაცეს და წითელ ზღვაში „ტერორისტული საქმიანობისთვის“ იყენებდნენ.
ფორუმი