გიორგი რამიშვილის ოჯახის წევრების თქმით, ბიზნესმენის დაკავება მის დაუდევრობას უკავშირდება და საქმეს პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიენიჭოს

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” დაკავების შემდეგ, “კურიერი P.S.-ი” დაკავებული ბიზნესმენის ოჯახის წევრს, რეჟისორ დავით საყვარელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი რამიშვილი ნამდვილად დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ამასთან, დაკავებულის ბიზნესმენის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულს არ უნდა მიენიჭოს პოლიტიკური ელფერი, რადგან ეს იყო უბრალოდ დაუდევრობა და გიორგი რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ხელბარგში შემთხვევით ჩარჩა.

ბიზნესმენ ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, დღის განმავლობაში წარუდგენენ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ