ისრაელ კაცი – ინტენსიურად ურტყამს “ჰუსიტების” ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს – ვინც ისრაელის წინააღმდეგ ხელს აწევს, მას მოკვეთენ

ისრაელი ამჟამად იემენში სამიზნეებს ურტყამს. ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი.
„ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად ურტყამს “ჰუსიტების” ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს ჰოდეიდას, რას-ისა და სალიფის პორტებში“, – ნათქვამია კაცის განცხადებაში.
ის დასძენს, რომ სამიზნეებში ასევე შედის ელექტროსადგური და გემი, რომელიც “ჰუსიტებმა” ორი წლის წინ წითელ ზღვაში დაატყვევეს.
„როგორც გავაფრთხილე, იემენს თეირანის მსგავსად მოეპყრობიან“, – დასძენს ის და იმეორებს გასულ კვირას გაკეთებულ მუქარას.
„ყველა, ვინც ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება, დაზარალდება, ყველას, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ხელს აწევს, მას მოკვეთენ. ჰუსიტები კვლავაც დიდ ფასს გადაიხდიან თავიანთი ქმედებებისთვის“, – აღნიშნავს ის.
მედია ასევე, აღნიშნავს, რომ ზოგიერთ სამიზნესთან ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ხმამაღალი აფეთქებების ხმა გაიგეს.
ასევე, მედიის თანახმად, დარტყმები მალევე განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი სამი პორტიდან და იემენში მდებარე ელექტროსადგურიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს