რუსებმა ხარკოვს Shahed-ის დრონებით დაარტყეს, ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში წუხელ აფეთქებები მოხდა და ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა , – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქს Shahed-ის ტიპის დრონებით დაარტყეს.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობები ქალაქის ცენტრში და განადგურდა წყალმომარაგების ქსელები. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ხარკოვში დრონებით განხორციელებული ოთხი დარტყმა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ საღამოს ხარკოვზე 6-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 26 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ბრიტანელი ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს