„მეც დამხვდნენ სახლთან“ – მუსიკოს ვანო თარხნიშვილის თქმით, თავს დაესხნენ

ინციდენტი 6 ივლისს მოხდა.
თარხნიშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას სახის არეში – თვალთან და ცხვირთან – სისხლნაჟღენთები აღენიშნება.
მსახიობი თავდასხმას უკავშირდებს 2025 წლის იანვარში თბილისის ერთ-ერთ პაბში მის მიერ სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას.
„სავარაუდოდ, იანვარში ფაბში „ოლე, ოლა“ რომ ვიმღერე, ეს „დაქირავებულები“ მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს“, – წერს თარხნიშვილი ფეისბუკზე.
რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას და ასევე ველით პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
· „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
· მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
როგორც თავად ამბობდა, ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას – რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში, „გამოუვალი მდგომარეობა“.
როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).
თარხნიშვილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას. ის და ბენდი „გამოუვალი მდგომარეობა“ ითხოვენ 2024 წლის აქციებისას და მომდევნო პერიოდში დაკავებულთა, მათ შორის მზია ამაღლობელის, გათავისუფლებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – თორნიკე რიჟვაძის „მკვლელი“ არის ივანიშვილი და სისტემა, რომელიც შექმნა – ქვეყანაში რაც ხდება, ამას “ბეზპრიდელი” ჰქვია, სახელმწიფოს ნაცვლად, მივიღეთ წუმპე, ივანიშვილის კორპორაცია

ირაკლი კობახიძე რიჟვაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ წერილზე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ – არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ