დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც დღემდე ატარებენ, მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ისინი (დასავლეთის ქვეყნები) იმ პოლიტიკის გატარებას, რომელსაც აქამდე ატარებენ რუსეთის მიმართ, მით უფრო უარესი იქნება მათთვის“, – განაცხადა პუტინმა.
მან რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობები ჰქონდა.
რაც შეეხება ამერიკელებს, ჩვენ ყოველთვის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გვქონდა ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ სურვილს, მიეღოთ დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. სინამდვილეში, იარაღითაც კი ვამარაგებდით, ფულითაც კი ვეხმარებოდით და ა.შ. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს. ყოველთვის ვპოულობდით რაღაცას, რაც ქვეყნებს აერთიანებდა“, – აღნიშნა პუტინმა.
