სპეცრაზმის უფროსის მოადგილის პოსტზე არც „ხარებას“ მოადგილე, სანქცირებული მირზა კეზევაძე დარჩენილა

შეერთებული შტატების, გაერთანებული სამეფოს, ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ სანქცირებული მირზა კეზევაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს.
ეს ინფორმაცია დღეს, ექვს ივლისს დაადასტურა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
დღეს დილას ტელეკომპანია „პირველა“ გაავრცელა ცნობა, რომ კეზევაძე პოსტიდან გაათავისუფლეს.
თუმცა დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“ და „მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს“.
„არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, – გაიმეორა მან.
ზვიად ხარაზიშვილმა (მეტსახელად „ხარებამ“) პოსტი 10 ივნისს დატოვა – მინისტრ ვახტანგ გომელაურის შეცვლიდან 13 დღის შემდეგ (გომელაური 28 მაისს გადადგა).
ხარაზიშვილიც და კეზევაძეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცნენ – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
მათგან ამ დრომდე დასჯილი არავინაა.
„ხარებას“ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს -მა და დიდმა ბრიტანეთმა. ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი ხარაზიშვილი, კეზევაძე და -ის სხვა მაღალჩინოსნები, – მათ შორის სანქცირებულები, – 2025 წლის 30 იანვარს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს დაუწესა როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა მირზა კეზევაძეს, შეერთებულმა შტატებმა კი – 2024 წლის 19 დეკემბერს.
აშშ-ის საზახინო დეპარტამენტმა ის „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.
ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებდა, რომ კეზევაძე „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.