6 ივლისის ღამეს რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, არიან დაშავებულები, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალები. არმიის ცნობით, შეტევა 157 დრონით განხორციელდა, რომელთაგან 117 ნეიტრალიზებულია.
„მტრის თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაფიქსირდა 19, ხოლო მათი ჩამოვარდნა – 2 ადგილას“, – ნათქვამია ცნობაში.
თავდასხმის შედეგად ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა: 46 წლის ქალი და ჩვილი.
კიევის რეგიონში დაშავებულია სამი ადამიანი.
„35 წლის კაცს ზურგის, ხელებისა და ფეხების არეში ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აქვს. 79 წლის ქალს და 75 წლის მამაკაცს სტრესზე მწვავე რეაქცია განუვითარდათ“, – წერს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი. მისი მონაცემებით, დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა, დაიწვა ოთხი ავტოფარეხი და ერთი ავტომობილი, დაზიანდა კიდევ სამი ავტომობილი.
ღამით, დრონებმა ასევე შეუტიეს ზაპოროჟიეს და ზაპოროჟიეს ოლქს. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივანფედოროვის თქმით, დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა კერძო საწარმოს შენობა, დაზიანდა საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. სოფელიურკოვკაშიდაშავდა 89 წლის ქალი, დაზიანდა ერთი სახლი.
ფორუმი