„რუსული შეიძლება, ციმბირში დაგჭირდეს“ – მედვედევი რუტეს

ს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ნატოს ახალ გენერალურ მდივან მარკ რუტეზე ირონიული განცხადება გააკეთა. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მედვედევი რუტეს ურჩევს, რუსული ისწავლოს, რადგან ეს მას ს ბანაკში გამოადგება.
„გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ზედმეტი მაგიური სოკო ჭამა — ისეთი, რომელიც ნიდერლანდელებს განსაკუთრებით უყვართ. ტაივანის საკითხთან დაკავშირებით მან შეთქმულება დაინახა ჩინეთსა და რუსეთს შორის, შემდეგ კი ევროპაზე ს თავდასხმა იწინასწარმეტყველა. თუმცა, ერთ საკითხში მაინც ვეთანხმები – რუსულის სწავლა ნამდვილად არ აწყენს, ციმბირში შეიძლება გამოადგეს“, – დაწერა მედვედევმა.შეგახსენებთ, რომ რუტემ მანამდე განაცხადა: ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთი ნატოზე თავდასხმისკენ წააქეზოს, რათა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაიტანოს, იმ შემთხვევაში, თუ ტაივანზე სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ