ანტონიო გუტერეში უკრაინაზე რუსეთის დარტყმებს გმობს და ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებზე საუბრობს

გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების უახლესი ტალღა და განაცხადა, რომ დარტყმები კვლავ საფრთხეს უქნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.
გაერო-ს გენერალური მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„ამ დარტყმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც პირველი ნაბიჯისკენ სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ, გაერო-ს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია