„თუ თქვენ რამე იცით (ე.ი. სუს-მაც იცის) და საიდუმლოდ ინახავთ, დროა გვითხრათ“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი :
„კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას და კარგად აგვიხსნიან, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებენ ქუჩიდან ხელისუფლების ცვლილებას.
ეს უნდა გააკეთონ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების იზოლირება დასავლეთის მხრიდან, მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესის დამხმარე ინსტრუმენტია და არაუმეტეს ამისა.
თუ ამას კარგად აგვიხსნიან, შეიძლება ჩვენც შევიცვალოთ აზრი და მათ გავყვეთ.
ფეხების ბაკუნით, ყალბი ილუზიებით სისტემის ავტომატურ ჩამოშლაზე და თუნდაც პირადი გმირობის მაგალითებით პოლიტიკური ომის მოგება შეუძლებელია.
რევოლუციასაც კი ლეგიტიმური წინაპირობა და დრო ჭირდება. მე ასეთი მხოლოდ ს დღე ვიცი. თუ თქვენ რამე იცით (ე.ი. სუს-მაც იცის) და საიდუმლოდ ინახავთ, დროა გვითხრათ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – თორნიკე რიჟვაძის „მკვლელი“ არის ივანიშვილი და სისტემა, რომელიც შექმნა – ქვეყანაში რაც ხდება, ამას “ბეზპრიდელი” ჰქვია, სახელმწიფოს ნაცვლად, მივიღეთ წუმპე, ივანიშვილის კორპორაცია

ირაკლი კობახიძე რიჟვაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ წერილზე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ – არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ