იტალიის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის “რეპუბლიკას” ჟურნალისტი მარკო აზი “მონცას” ფეხბურთელების მიერ “ნაპოლისთან” მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეშობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველზე ნადირობენ და მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები თამაშისას “გაყვითლებულ” ფეხბურთელებს ცვლიან:
“კვარაცხელიაზე ნადირობა და პროვოკაციები მეტოქის მწვრთნელის 5 სპეციალური ცვლილების გამოყენებით და მსაჯების დანაშაულებრივი უმოქმედობით სისტემატურ ხასიათს იძენს. ეს მავნებლობაა არა მარტო “ნაპოლის”, არამედ სერია A-ს მიმართ”.