ტატა ხვედელიანი: მივესალმებით პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. გვიხარია, რომ მათ აირჩიეს პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკა

„მივესალმებით პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. გვიხარია, რომ მათ აირჩიეს პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ინსტრუმენტი, რომელიც გახლავთ მშვიდობიანი იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობა. დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის და მივესალმებით, რომ „ლელოც“ შემოგვიერთდა ამ პოზიციაში“ – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.