თამარ ბუჩუკური: არაა ლელოს არჩევნებში მონაწილეობა “გაუგონარი” ღალატი. გეყოფათ რა ტირილი

პარტია, “კანონი და სამართალი”-ის პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
არაა ლელოს არჩევნებში მონაწილეობა “გაუგონარი” ღალატი. გეყოფათ რა ტირილი. თქვენ, რომ თავებს იტყუებთ, ეს ლელოს ბრალი სულაც არაა და აი, რატომ:
1. ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე
როგორც ერთ-ერთი ჟურნალისტი ამტკიცებს, მერაბ კოსტავასთვის წიხლის დამრტყმელი (80-იანები),
ძველი კომკავშირელია ეროვნული მოძრაობის აღზევების პარალელურად, (90-იანები), ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენი (2018), პოლიტ პატიმრის, პუტინის ტყვე სააკაშვილის და 600 000 პროდასავლელის მოწინააღმდეგე (2021-დან დღემდე). ივანიშვილის რეჟიმის გამახანგრძლიევებლია (2025).
2. ლელოს იდეოლოგები – ხიდაშელი და უსუფაშვილი 2012 წელს, რუსეთისთვის საქართველოს გადამბარებლები არიან. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი ხიდაშელი გახლდათ იმ კომისიაში, რ-მამ ჩახალიანი და რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე სხვა ჯაშუშები პოლიტიკური დევნილის სტატუსით ციხიდან გაუშვა (2013).
წითელაშვილისთვის ინფორმაციის გადამცემი საქართველოს შეიარაღების შესახებ (2012-‘2013) ისევ ხიდაშელია.
უსუფაშვილი ხაზარაძის მსგავსად ძველი კომკავშირელია ასევე ეროვნული მოძრაობის აღზევევების პარალელურ რეჟიმში.
პარლამენტის თავმჯდომარე 2012 წლიდან იყოუსუფაშვილი, როცა პარლამენტმა რუსი ჯაშუშები პოლიტ პატიმრის სტატუსით ციხიდან გაუშვა. მაშინ, აქტიური როლი შეასრულა ჯაშუშების დახმარების ნაწილში ნანა კაკაბაძემ, ჯაბა იოსელთან გაწვრთნილმა და მხედრიონის კარზე გაზრდილმა. ერთ საქმეში იყო დღევანდელ ვითომ ოპოზიციონერებთან.🥺
სალომე ზურაბიშვილის პლატფორმად წოდებულ ბუტკაში ამჟამად მყოფმა და გადაცმულმა ვითომ ოპოზიციონერებმა: ეკა ბესელიამ, უსუფაშვილმა, ხიდაშელმა და კიდე ბევრმა ხმა მისცეს პედოფილების ამნისტიას (2012, დეკ.).
კანონპროექტს მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო (2012 წლის 27 დეკემბერი), თუმცა უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობის პირობებში და ქართული ოცნების დეპუტატების მხარდაჭერით პედოფილები, რუსეთის ჯაშუშები, სახელმწიფო გადამტრიალებლები ამნისტიით გამოვიდნენ, რადგან ვეტო დაძლიეს. ჩახალიანი სწორედ ამ ხალხის “წყალობით” რომ გამოვიდა, ტერორიზმის მუხლით სომხეთმა გუშინ დააპატიმრა. გარდა ამისა, ნანა კაკაბაძემ, ბესელიამ, ხიდაშელ-უსიფაშვილმა ისე შეუკერეს საქმე გერეუს აგენტ ჩახალიანს, რომ “ცრუ ბრალდებისთვის” იქით უჩიოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და გოგა ხაჩიძეს, კომპენსაციად კი 22 მლნ ლარს ითხოვდა… კი, რუსი აგენტი საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობას და პრეზიდენტს ფულს სთხოვდა დაკემსილ-რუსულ თარგზე მოჭრილი და შეკერილი დოკუმენტაციის საფუძვლით. კუწურიეები ბესელია-უსუფაშვილი იყვნენ და დანარჩენი ქოცები შავი მუშები.
ამ ჯგუფის გამოშვებულია ჩატაევიც ქართული ციხიდან, საქართველოდან წავიდა და ათათურქის აეროპორტში 43 კაცი მოკლა, ტერორისტული აქტის შედეგად 200 ადამიანი დაშავდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რატომ გქონდათ მოლოდინი, რომ ლელო სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ იმოქმედებდა?! გაუგონარი კი არა, გათვალადი და ლოგიკური ღალატის ქრონიკებს ვუმზერთ… იგივე ეხება ზურაბიშვილს და ეკა ბესელიას. რუსები არიან რა…

ასევე დაგაინტერესებთ