საბა ბუაძე ლელოში თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე

საბა ბუაძე ლელოში თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე
დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე პოლიტსაბჭო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, რჩება პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდებიან.
„მეგობრებო, ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. პარტიის პოზიცია რადგან უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:
ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი; ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე“, – წერს ბუაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში