“სერიოზული ნგრევა და ხანძარია” | რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მერი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ ის ქალაქის ცენტრში უკვე მივიდა და იქ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული დახვდა.
“სერიოზული ნგრევა და ხანძარია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ”, – წერს ტერეხოვი.